Pages

Sunday, 24 August 2014

პირველკლასელი

როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაშიეს ნიშნავსრომ ოჯახში ყველაფერი იცვლებაჩვეული რეჟიმიგანრიგი, და რაც მთავარიაბავშვისადმი დამოკიდებულებაამ რეჟიმში ის მომავალი 12 წლის განმავლობაში იქნებაწლიდან წლამდე სულ უფრო მეტად დაიტვირთებაამიტომ სწავლის პირველი ეტაპირაც შეიძლებასაინტერესო და უმტკივნეულო უნდა იყოს.
პირველკლასელთა უმეტესობა სკოლის პირველ დღეს ემოციურად ხვდებაზოგი ტირისუჭირს მშობლებთან განშორებაახალ გარემოსთან შეგუებაბაღის მეგობრების ნაცვლად ახლების შეძენა და სხვაამიტომ კარგი იქნებათუ ბავშვს ამ სიახლისთვის ახლავე მოამზადებთმოუყევითთავად როგორ სწავლობდითროგორი კარგი თანაკლასელები და მასწავლებელი გყავდათრა კარგი იყო სწავლების პროცესიდასვენებების დროს გართობაექსკურსიებზე სიარული... აუხსენითრომ საუკეთესო მეგობრებს სწორედ სკოლაში შეიძენსხოლო აქ მიღებული განათლება მისი მომავლისთვისაა სასიკეთოსაუკეთესო ვარიანტიათუ მის კლასში ნაცნობი ბავშვი მოხვდება (ან სულაც დედმამიშვილი ან ახლო ნათესავი). ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მარტივად გადაიტანს ცვლილებას.
გაითვალისწინეთრომ სკოლასთან შეგუების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასწავლებელიაამიტომ სკოლის შერჩევისას ამ ფაქტორსაც მიაქციეთ ყურადღებანუ მოგერიდებათ და სკოლის დირექციასთან ან სხვა მასწავლებლებთან საგულდაგულოდ გადაამოწმოთ მისი კვალიფიკაციარამდენჯერმე გაესაუბრეთთუ თქვენს შვილს ათვისების პრობლემა აქვსგაიგეთროგორ აპირებს მასთან ინდივიდუალურ მუშაობასაქვს თუ არა ამ მხრივ გამოცდილებაგაარკვიეთრამდენად შემოქმედებითად უდგება სწავლების პროცესსრადგან პირველკლასელისთვის სკოლაში სიარული გართობა უფროავიდრე საპასუხისმგებლო პროცესი.
თქვენიროგორც მშობლის როლი, კიდევ ერთ რგოლში უნდა გამოჩნდესბავშვი სკოლისთვის მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს მზადმით უფროთუ საბავშვო ბაღში არ უვლიაბავშვს ელემენტარული განათლება მაინც უნდა ჰქონდესიცოდეს საბავშვო ლექსებისიმღერებიფერების გარჩევა... კარგი იქნებათუ ბავშვს პატარა ისტორიების მოყოლას მიაჩვევთმაგალითადაღწეროს ეზოში თამაშისას ნანახი სურათი, ან როგორ გაერთო სტუმრად ყოფნისასეს გადმოცემის უნარს განუვითარებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსებსაც მოუხსნის.
 როგორც წესისწავლის პირველ დღეს პირველკლასელებს ერთმანეთს აცნობენბავშვები ასახელებენ საკუთარ ვინაობასასაკს, ამბობენ ლექსს, რისთვისაც თქვენი შვილი მზად უნდა იყოს.
ეცადეთსწავლის პირველ პერიოდშირაც შეიძლებაინტერაქტიული იყოთესაუბრეთ სკოლაში გატარებულ დროზეახალ მეგობრებზემასწავლებელზეასეთი საუბრები ბავშვს სკოლის გარემოსთან იდენტიფიცირებას გაუადვილებსხოლო თქვენ ფასდაუდებელ ინფორმაციას მოგაწვდით - გაიგებთროგორ ეგუება სკოლასმასწავლებელი დაუმსახურებლად ხომ არ უწყრება, ან სხვა ბავშვები ხომ არ ჩაგრავენრაც საკმაოდ ხშირად ხდება.
პირველკლასელის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება დღესასწაულად აქციეთნუ დაიზარებთ, შეაქოთროდესაც უშეცდომოდ გიპასუხებთ;  ნუ გაუწყრებითთუ ასოები ლამაზად ვერ გამოჰყავს - ასეთ შეცდომას თავადაც სჩადიოდითუბრალოდ ახლა ამის შესახებ აღარ გახსოვთ.
თუ ამის შესაძლებლობა გაქვთმისი თანაკლასელები შინ მოიწვიეთდაერამდენიმე საათი ერთად გაატარონგააცნობიერონრომ ერთმანეთს მხოლოდ სკოლაში არ უნდა შეხვდნენ და მათი ურთიერთობის სხვა ფორმაც შეიძლება არსებობდესდაგვერწმუნეთმეორე დღეს ბავშვი უფრო დიდი სიხარულით წავა სკოლაშირადგან ეცოდინებარომ იქ პოტენციური მეგობრები ელოდებიანიგივე შეგიძლიათ გააკეთოთ მასწავლებელთან მიმართებაშიც, თუ ბავშვს ის გაურკვეველი მიზეზით (უბრალოდახირების გამოარ მოსწონსოჯახურ გარემოში ნანახი უფროსი ადამიანი ახლობლის სტატუსს შეიძენს და სკოლაში მათ ურთიერთობასაც გააიოლებს.


                                                             გისურვებთ წარმატებებ!



No comments:

Post a Comment