მშობლები და ოჯახური გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
ბავშვის სწავლისათვის მოსამზადებლად. მშობლები არიან პირველი მასწავლებლები, რომლებიც
ყველაზე მეტად დიდ
დროს ატარებენ შვილებთან.
ისინი ბავშვს უქმნიან ინტელექტუალურ სტიმულსა და ემოციურ
ატმოსფეროს, რაც აუცილებელია კითხვის შესწავლაში წარმატებისათვის.
როგორც აღმოჩნდა, ოჯახური გარემო გაცილებით მეტ კავშირშია
ბავშვის აკადემიურ მიღწევებთან სკოლაში, განსაკუთრებით კითხვის შესწავლაში, ვიდრე ზოგად თუ ვერბალურ
უნარებთან. ისეთი სტრატეგიები, როგორებიცაა ერთობლივი
კითხვა, ხმამაღლა კითხვა, ნაბეჭდი მასალის ხელმისაწვდომობა და კითხვის
მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის
მიერ კითხვის უნარის შეძენაზე.
მესამე კლასებში წერა-კითხვის სწავლება შემდეგ ელემენტებზეა
ორიენტირებული: შეცდომების გარეშე კითხვა; კითხვის უნარის სრულყოფა; წერისა და მართლწერის
სწავლება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სამყაროს შემეცნება; გაგების უნარის გაუმჯობესება
და დახვეწა.
შესაძლოა, მშობლებს სჭირდებოდეთ დამატებითი ინფორმაციის
მიღება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, შედეგიანად
ჩაერთონ თავიანთი შვილების განათლებაში. მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ მშობლებისა
და ოჯახების წერა-კითხვის სწავლების პროცესში
ჩართვა არა მარტო იმის გამო, რომ დაეხმარონ ბავშვებს კითხვის უკეთ შესწავლაში,
არამედ თავად მშობლების ცოდნის გაღრმავების მიზნითაც. ამისათვის მათ უნდა მიეწოდოთ
ინფორმაცია იმ კონკრეტული აქტივობების შესახებ, რაც შეიძლება, თავად განახორციელონ
სახლში შვილებთან ერთად.
მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან სახლის პირობებისათვის
სპეციალური აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს მთელი ოჯახის მასში ჩართვას. მაგალითად,
ბავშვს შეიძლება დაევალოს ჩაატაროს ოჯახური გამოკითხვა საყვარელ საკვებზე, მცენარეზე,
შინაურ ცხოველზე, ან შექმნას ოჯახის გენეალოგიური ხე. ასეთი დავალებები შეიძლება, ნახატებიტაც
გაკეთდეს.
ბავშვებმა კლასში უნდა ჩამოთვალონ ყველა შესაძლო საკვები
პროდუქტი სანამ დავალებას სახლში წაიღებენ.
აქტივობის
მაგალითი, რომელიც მოითხოვს ოჯახის წევრების მონაწილეობას:
სახელი და გვარი:
თარიღი:
თემა: ,,საყვარელი საკვები”
დავალება: გაარკვიეთ, რომელია თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი
საკვები.
პროცესი: ბავშვმა უნდა
გამოკითხოს ოჯახის წევრებს, რომელია მათი საყვარელი საკვები და მონიშნოს X-ით შესაბამისი
საკვები ოჯახის წევრის სახელის გასწვრივ.
ინტერვიუ
|
სიმინდი
|
თევზი
|
ხორცი
|
ხილი
|
მამა
|
|
|
|
|
დედა
|
|
|
|
|
ძმა
|
|
|
|
|
და
|
|
|
|
|
მე
|
|
|
|
|
პასუხები:
1.
რომელმა საკვებმა მიიღო ყველაზე მეტი X ?
2.
რომელმა საკვებმა მიიღო ყველაზე ნაკლები X?
3.
რომელი საკვები უყვართ შენს ოჯახში ყველაზე მეტად?
4.
რომელი საკვები უყვართ შენს ოჯახში ყველაზე ნაკლებად?
5.
რომელია მეორე ყველაზე საყვარელი საკვები შენს ოჯახში?
ასეთი
აქტივობისაგან ბავშვები სხვადასხა უნარს იძენენ. ისინი სწავლობენ, როგორ შეაგროვონ
ინფორმაცია, წარადგინონ და გაანალიზონ შეგროვილი ინფორმაცია. ამ მიდგომის მნიშვნელობა
იმაში მდგომარეობს, რომ იგი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც: კითხვა მოიცავს სწავლის
სხვადასხვა ასპექტს; მყარდება კავშირი სახლსა და სკოლას შორის.
კითხვის უნარის განვითარება აშკარა პარადოქსია: სხვა
მრავალი უნარისაგან განსხვავებით, კითხვის უნარი თავისით კი არ ვითარდება, არამედ მიზანმიმართული
სწავლის შედეგად ყალიბდება. კითხვის დაუფლების პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია
ბევრი ბავშვისთვის, მაშინ, როცა წიგნიერი მოზრდილი ადამიანისათვის ის უბრალი ჩვევას
წარმოადგენს. სიტყვის წაკითხვა და აზრის გაგება ხშირად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,
ავტომატურად ხდება. კითხვის უნარის პარადოქსულობა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს,
რომ სრულად აბსტრაქტული სიმბოლოები სამეტყველო ბგერებს უკავშირდება, არამედ მის რთულ
ბუნებაშიც, რადგან კითხვისათვის მრავალი სხვადასხვა საბაზისო უნარია საჭირო.
ამ საოცარი უნარის დროულ და შეუფერხებელ განვითარებაზე
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პიროვნების წარმატება საზოგადოებაში. კითხვის სწავლა
და შემდგომში კითხვა სწავლისთვის, ბავშვობის ასაკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
სამეცნიერო კვლევების მიხედვით, დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა
საშუალოდ 20%-ს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს კითხვის ათვისებაში. კითხვის დროულად
სწავლება და კითხვაში გაწაფვა არა მხოლოდ პიროვნების, არამედ საზოგადოების კეთილდღეობისათვის
მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რა უნდა გავაკეთოთ შინ
ყველაზე მნიშვნელოვანი სამი აქტივობა
·
ხშირად
ესაუბრეთ ბავშვს, რათა განუვითაროთ საუბრისა და მოსმენის უნარი.
·
ხშირად
წაუკითხეთ ან წაიკითხეთ ბავშვთან ერთად, ესაუბრეთ წიგნის შინაარსისა და გამოყენებული სიტყვების შესახებ. წაახალისეთ ბავშვი, წაიკითხოს
დამოუკიდებლად.
·
შეეკითხეთ
ბავშვის მასწავლებელს, როგორ დაეხმაროთ ბავშვს შინ ვარჯიშში და საშინაო დავალების შესრულებაში.
გამოიყენეთ კითხვა, რათა დაეხმაროთ ბავშვს სრულყოფილად დაეუფლოს
ენას
·
მოუსმინეთ, როგორ კითხულობს ბავშვი სკოლის წიგნებს სახლში.
მოთმინებით დააკვირდით,
როგორ ვარჯიშობს იგი კითხვაში. გააგებინეთ, რომ ამაყობთ მისით.
·
თუ თქვენი შვილი არ კითხულობს გამართულად, სთხოვეთ, ხელახლა რამდენჯერმე წაიკითხოს რომელიმე აბზაცი ან გვერდი და მცირედი
წარმატებისთვისაც კი შეაქეთ იგი.
ხშირათ ავარჯიშეთ ბავშვი წერაში
·
წაახალისეთ,
ივარჯიშოს წერაში. მაგალითად, ხშირად დააწერინეთ წერილები, მადლობის ბარათები ნათესავებისა
და მეგობრებისათვის, მარტივი მოთხრობები, ელექტრონული წერილები, საყიდლების სია და
ა.შ.
·
დაეხმარეთ ბავშვს სწორად წერაში.
დაეხმარეთ ბავშვს ლექსიკური
მარაგის გამდიდრებაში, სამყაროს შემეცნებასა და აღქმის უნარის განვითარებაში
·
ესაუბრეთ
ბავშვს იმ ახალ სიტყვებზე, რომლებიც მოისმინა ან წაიკითხა.
სთხოვეთ, ამ სიტყვების მეშვეობით შეადგინოს წინადადებები
და გამოიყენოს ისინი სხვა სიტუაციაშიც.
·
დაეხმარეთ
ბავშვს ლექსიკონის გამოყენებაში, რათა მოძებნოს იმ ახალი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც
წაიკითხა ან მოისმინა.
·
დაეხმარეთ
ბავშვს, ერთმანეთისაგან გაარჩიოს პრეფიქსები, სუფიქსები და სიტყვის ფუძეები. მიუთითეთ
მათზე, როდესაც ერთად კითხულობთ რაიმე წიგნს ან ნაბეჭდ მასალას. სთხოვეთ, მოიფიქროს
სხვა სიტყვები, რომლებიც რაიმე კავშირშია იმ სიტყვებთან, რომელთა შესახებაც საუბრობთ.
·
აჩვენეთ
ბავშვს, როგორ გამოიყენოს კონტექსტი ახალი სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად.
მაგალითად:
წაიკითხეთ
წინადადება წიგნიდან: ,,აიღეთ ნამგალი და მოთიბეთ იმდენი ხორბალი, რამდენის წაღებასაც
შეძლებს ერთი ცხენი“. შემდეგ დაუსვით შეკითხვა: ,,შეხედე სურათს, როგორ თიბავს კაცი.
რას იყენებს სათიბად? სწორია, ეს ნამგალია. ნამგალი გამოიყენება ხორბლისა და სხვა მარცვლეულის
მოსათიბად“.
როდესაც ბავშვს უკითხავთ წიგნს, შიგადაშიგ შეჩერდით
და ესაუბრეთ მას წიგნის შინაარსის შესახებ
დაეხმარეთ,
საკუთარი გამოცდილება დაუკავშიროთ წიგნში აღწერილ ამბებსა და მოვლენებს ან სხვა წიგნებს,
რომლებიც წაუკითხავს. არამხატვრული ლიტერატურის კითხვისას დაუსვით შეკითხვები წაკითხული
ინფორმაციის შესახებ, მხატვრული ლიტერატურის კითხვისას კი სასურველია, ისაუბროს წიგნის
სიუჟეტსა და პერსონაჟებზე. წაახალისეთ ბავშვი, დასვას შეკითხვები. სთხოვეთ, საკუთარი
სიტყვებით გადმოსცეს წიგნის შინაარსი.
უნდა
გვახსოვდეს, რომ ბავშვები ერთი და იმავე ტემპით არ ვითარდებიან. ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა
უფრო იოლად დაეუფლოს ცოდნას, ზოგიერთს კი დასჭირდეს დახმარება, რათა თანატოლებს დაეწიოს
განვითარებაში. ბუნებრივია, მშობელს შეუძლია ყველაზე უკეთ შაფასოს ბავშვის უნარები
და საჭიროებანი. თუ მშობელი შფოთავს თავისი შვილის კითხვის უნარის განვითარებაზე, უმჯობესია,
გაესაუბროს მასწავლებელს ამ პრობლემის შესახებ.
რა უნდა შეეძლოთ ბავშვებს
მესამე კლასის დასრულების
შემდეგ
კითხვა
·
კითხულობს
გამართულად სახელმძღვანელოს ტექსტებს.
·
გამართულად
და შეცდომების გარეშე კითხულობს მესამე კლასის მოსწავლისათვის განკუთვნილ სხვადასხვა
ტიპის წიგნს.
·
დამოუკიდებლად
კითხულობს უფრო დიდი ზომის მოთხრობებსა და წიგნის თავებს.
·
შეუძლია
მხატვრული და არამხატვრული წიგნებიდან მთავარი იდეის მოკლედ ჩამოყალიბება/შეჯამება.
·
შეუძლია,
ამოიცნოს და განიხილოს კონკრეტული სიტყვები ან ფრაზები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება ტექსტის აღქმისას.
·
შუძლია,
იმსჯელოს წაკითხულის მთავარი იდეის შესახებ.
·
შეუძლია,
დასვას შემდეგი ტიპის კითხვები: ,,როგორ?“, ,,რატომ?“ და ,,რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში,
თუ...“.
·
შეუძლია,
ერთმანეთისაგან განასხვავოს მიზეზი და შედეგი, ფაქტი და მოსაზრება, მთავარი იდეა და
მეორეხარისხოვანი დეტალი.
·
იყენებს
მოპოვებულ ინფორმაციას და საკუთარ მოსაზრებებს, რათა შეაფასოს წაკითხულ ტექსტში მოცემული
ახსნა და მოსაზრებები.
·
შეუძლია
დიაგრამებითა და ცხრილებით მოცემული ინფორმაციის გაგება.
·
წაკითხულის
გასააზრებლად შეუძლია კონტექსტის გამოყენება.
წერა
·
იყენებს
მართლწერის წესებს სწორად.
·
შუძლია
დამოუკიდებლად შეაფასოსო საკუთარი ნაწერი და გაასწოროს შეცდომები.
·
წერისას
იწყებს მეტაფორების და ფრო დახვეწილი ლიტერატურული ენის გამოყენებას.
·
ნაწერში
იყენებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.
·
მასწავლებლისა
და თანაკლასელების დახმარებით შეუძლია საკუთარი თემების რედაქტირება და ჩასწორება,
რათა გახადოს უფრო გასაგები და იოლად წასაკითხი.
·
განიხილავს
საკუთარ თემებს თანაკლასელებთან და მონაწილეობს მათ მიერ დაწერილის განხილვაში.
ლექსიკა
·
აქვს
სურვილი, ისწავლოს და მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გააცნოს ახალი სიტყვები.
·
იყენებს
კომტექსტს სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად.
·
იყენებს
სიტყვის ნაწილების შესახებ ცოდნას სიტყვის მნიშვნელობის განსასაზღვრად.
·
ამდიდრებს
ლექსიკურ მარაგს სინონიმებისა და ანტონიმების გამოყენებით.
·
შეუძლია
წინადადების სხვადასხვა წევრის სწორად გამოყენება.
·
კითხულობს
დამოუკიდებლად და ამ გზით ამდიდრებს ლექსიკას და იღებს ცოდნას.
·
შეუძლია,
მოიძიოს ინფორმაცია და შეისწავლოს სხვადასხვა თემა დამოუკიდებლად.
·
ინფორმაციის
მოსაძიებლად იყენებს სხვადასხვა წყაროს.
No comments:
Post a Comment